საზოგადოება
მეორადი წიგნები სკოლებში და შეფასებები ქუთაისიდან
FaceBook
განათლების სამინისტრომ ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარჯი შეამცირა, მშობლები კი მთავრობას ინიციატივას უწუნებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ყველა პირველკლასელი წელს ახალ წიგნებს ვერ მიიღებს. მინსიტრის ინფორმაციით, წიგნების 90-95 % თითქმის ახალი იქნება.
"ძირითადი რაოდენობა იქნება ახალი. თუმცა, არა ყველა, მაგრამ გამოყენებული სახელმძღვანელოები იქნება განსაკუთრებულად კარგად გადარჩეული," - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მინისტრის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს თერჯოლის რაიონის, სოფელ ზედა სიმონეთის, დავით კლდიაშვილის საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ელისო ჯანელიძე.
"ბავშვებს, დაწყებითი კლასებიდანვე, მშობლისა და მასწავლებლების დახმარებით, უნდა გამოუმუშავდეთ სასწავლო ნივთების, მათ შორის, სახელმძღვანელოების მოვლისა და გაფრთხილების უნარ-ჩვევები. ამით მოსწავლე სწავლობს სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურას, ხოლო ბიუჯეტი დაიზოგება და ის სხვა კეთილ საქმეს მოხმარდება," - აღნიშნავს ელისო ჯანელიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ქუთაისის მე- 3 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელს, მარინა მიქაძეს.
"უმჯობესი იქნებოდა, განათლების ბიუჯეტის შეკვეცის ნაცვლად, თავიანთი პრემიები შეემცირებინათ. ეს არის სრულიად უსამართლო ქმედება და არაჰიგიენურიც. ნახმარ სავარჯიშო რვეულში როგორ უნდა იმეცადინოს ბავშვმა, ვერ ვხვდები," - ამბობს მარინა მიქაძე.
როგორც ქუთაისში წიგნებით გარემოვაჭრეები განმარტავენ, მათთან მეორადი სახელმძღვანელოების გაყიდვის ფაქტი ხშირია, როგორც მშობლებისაგან ისე, კერძო სკოლებიდანაც.
"პირველი კლასი მაინც პირველია ბავშვისთვის და მშობელს თუ შესაძლებლობა აქვს, მაინც ახალს შეუძენს,"- ამბობს გარემოვაჭრე, ლია ნოსელიძე.
მეორადი სახელმძღვანელოების ფასი დღეს ქუთაისში 3-4 ლარიდან იწყება.
ლანა კოკაია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.