საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში მესხიშვილის თეატრის შენობას
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".


რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – www.kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახეობის სახელმწიფო თეატრს? - (ნახეთ ვიდეო):

###
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეტარში პირველად სპექტაკლი 1955 წელს გაიმართა.
"შენობა მე-20 -ე საუკუნის ქართული არქიტექტურის მშვენებას წარმოადგენს (არქიტექტორები თავაძე და შავიშვილი), შენობის წინა ხედის მარჯვნივ და მარცხნივ გაშენებულ სკვერში დგას ქართული თეატრის კორიფეების ლადი მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის ბიუსტები", - ვკითხულობთ ზურაბ ჯავახაძის წიგნში "ქუთაისო დედავ". თუმცა, თეატრს უფრო შორეული ისტორია აქვს, ვიდრე მესხიშვილის თეატრის შენობას ქუთაისში. 1861 წლის 3 მარტს დავით ბაქარძის თავკაცობით ქუთაისში გაიმართა პირველი წარმოდგენა "გაყრა". იმდროისთვის სპექტაკლები გუბერნატორის ყოფილ სასახლეში იმართებოდა (ახლანდელი საოქლო სასამართლო). მაშინ ქუთაისელი მსახიობებისთვის მთავარ პრობლემას თეატრის  შენობა წარმოადგენდა. ამიტიმაც კერძო პირმა ვინმე ხარაზიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისგან იჯარით აიღო მიწი ნაკვეთი, სადაც თეატრის შენობა ააგო. თუმცა, შენობა უხარიხსო და უგემოვნო აღმოჩნდა.
1894 წელს ქალაქის სათათბირომ (იგივე ადგილობრივი მთავრობა) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხარაზიშვილისგან შეესყიდათ  და  გაეკეთებინათ შენობის რეკონსტრუქცია. 1896 წლის 31 მარტს ქუთაისის თეატრმა პირევლი მაუყებელი მიიღო. 1947 წელს ქუთაისის თეატრს ხანძარი გაუჩნდა. თუმცა, 10 თვის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მისი აღდენა მოახერხა. მხოლოდ ამის შემდედ გადავიდა თეატრალური დასი ქალაქის ცენტრში ახლადაშენებულ თეატრის შენობაში. არსებული ინფორმაციით, მესხიშვილის თეატრის შენობაზე გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.