ქუთაისისთვის მიმდინარე წელი არასახარბიელო აღმოჩნდა.
წინა წლებში თუკი წლის შემაჯამებელ მასალებში შეუსრულებელი
დაპირებები, განუხორცილებელი პროექტები და არაჯეროვნად შესრულებული
სამუშაოები ხვდებოდა, წელს ამ ყველაფერს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი _საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვაც დაემატა.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 2018 წლის 27 დეკემბერს პარლამენტმა
ქუთაისში
მუშაობა დაასრულა. მართალია, ამ ხელისუფლების
პირობებში ყველა შეგუებული იყო პარლამენტის თბილისში დაბრუნებას,
მაგრამ ქალაქი იმედის ხავსს 27 დეკემბრამდე მაინც ეჭიდებოდა.
იმედი "იქნებ მაინც დატოვონ პარლამენტი" საბოლოოდ
განადგურდა.
ერთადერთი პირობა, რომელიც ზედმიწევნით შესრულდა (ქუთაისის მიმართ)
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქალაქიდან გადატანა გახლავთ.
აქციების, არგუმენტების თუ რატომ სჭირდება ქალაქს პარლამენტი
უარყოფილიქნა კანონმდებლების მიერ და არა მხოლოდ. ამაში გარკვეული
წვლილი ადგილობრივ მთავრობასაც მიუძღვის, რადგან ქალაქში პარლამენტის
დასატოვებლად
ყველაზე მარტივი - საკუთარი პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია.
"პარლამენტით არც იწყება და არც მთავრდება ქუთაისის განვითარება", -
თქვეს, ჩემოდნები ჩაალაგეს და წავიდნენ. ისე რომ არ უთქვამთ რით უნდა
დაიწყოს თუ გაგრძელდეს ამ ქალაქის ან განვითარება ან აწ უკვე
პარლამენტის ყოფილი შენობისთვის ფუნქციის მიცემა.
ქალაქი
მიტოვებულ და ფუნქციამაძიებელ ქალაქად დარჩა.
"ჩემთვის პიროვნულად არაფერი მოუტანია პარლამენტს, მაგრამ ეს
საზოგადოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო, გული დამწყდა რომ წაიღეს.
ქალაქი ჭირისუფალივით მარტო დატოვეს თავის პრობლემებთან და მართლაც
უნიათო მერიასთან ერთად. ჯერ რამე ფუნქცია მაინც მოეძებნათ და შემდეგ
გადაეტანათ", - ამბობს ქუთაისელი მარიამ კაპანაძე.
იდეაში პარლამენტის და საპარლამენტო ქალაქის სტატუსის "ნაცვალი" უნდა
ყოფილიყო ტექნოლოგიური უნივერისტეტი, რომელიც თუკი მთავრობას
დავუჯერებთ სტუდნტების პირველი
ნაკადი რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები
მიწის ზედაპირს არ გაცდენია. 2018 წლის მიწურულს, უმაღლეს
სასწავლებელს ჰყავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აქვს
შემოსაზღვრული ტერიტორია და
ბაყაყების ყიყინით გაჯერებული გარემო.
ტერიტორია, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა აშენდეს
თეთრი ხიდის ჟანგისფერი
ისტორია
ქალაქისთვის წლის
მოულოდნელობა და სიურპრიზი აღმოჩნდა
თეთრი ხიდის ჯერ რეაბილიტაციის პროექტი და შემდეგ
რეაბილიტირებული ხიდი. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ საზოგადოებამ
ჟანგისფერი თეთრი ხიდი მიიღო.
ფოტო:მამუკა კაკაურიძე
თავდაპირველად, ესკიზის მიხედვით ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვები უნდა
განთავსებულიყო, თუმცა, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მერიამ თქვა,
რომ ქვებს პროექტიდან ამოიღებდნენ. თუმცა, ერთ ღამეს "სრულიად
მოულოდნელად" საზოგადოება ხიდზე
13 თეთრი ქვის "გაჩენის" მომსწრე გახდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ შემთხვევაშიც "არ დაიბნა" და
ხიდზე ქვების მიტანაში კომპანია "ალმა რუსი" დაადანაშაულა,
რომელმაც ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. საბოლოო
ჯამში, თეთრი ქვები ამ დრომდე "პატიმრობაშია", სამუშაოების
შემსრულებელ
კომპანიის საქმე სასამართლოში, ხოლო ხიდი
ხარვეზების
გამოსწორების მოლოდინში.
თეთრი ხიდის წლევანდელი ისტორია ამით დასრულდა, თუმცა, დიდი
ალბათობით ამბავი თეთრი ხიდისა მომავლ წელსაც
გაგრძელდება.
საპრეზიდენტო
არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტი
არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. თუმცა, პრეზიდეტობის 25 კანდიდატიდან
ვერცერთმა მიიღო ქვეყნის მთავარსარდლის წოდების მისაღებად საჭირო
ხმები, მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. ქუთაისმა ამ არჩევნებზეც
თავისი სიტყვა თქვა. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში
ქუთაისში გაერთიანებულის ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე
18.07%-ით მეტი ხმა მიიღო. ხოლო, მეორე ტურში ხელისუფლების მიერ
მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1%
უპირატესობა მოიპოვა.
ამ ერთი პროცენტის მისაღებად ქუთაისის ადგილობრივ მთავრობას "
სისხლის ბოლო წვეთამდე თუ რესურსამდე" მოუხდა მუშაობა.
ადგილობრივმა მთავრობამ "თბილსის" წინაშე "ძლივს" ჩაბარებული
გამოცდის გამო საყვედური, ხოლო საზოგადოებამ
ორად გაყოფილი ქალაქი მიიღო.
დაბრუნება
ქუთაისის პირველი არჩეული მერი შოთა მურღულია წლის შემაჯამებელ
მასალაში წელსაც მოხდა. ოღონ ამჯერად არა, როგორც ყოფილი მერი
არამედ, როგორც "მაშველი ძალა" არჩევნების
მეორე ტურში საგანგებოდ მოვლინებული. შოთა
მურღულია საარჩევნო პროცესებში ჩაერთო და მასთან ერთად ის ადამიანებიც
გაერთიანდნენ, რომელთან ერთად ოთხი წელი ქალაქს ხელმძღვანელობდა.
მურღულიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი
გამოჩნდა. საზოგადოების ნაწილისთვის ის "მესია" იყო, ხოლო
ნაწილისთვის მიუღებელ და "ოცნების" წინაშე მოკეკლუცე ყოფილი
ჩინოვნიკი.
რეორგანიზიაცია
ქუთაისის მერიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში
რეორგანიზაცია ორჯერ ჩატრდა. ვიდრე ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია
ადგილობრივ თვითმმართველობაში სტრუქტურული თუ საკადრო ცვლილებების
დაწყების ბრძანებას ხელს აწერდა, უმრავლეობის დეპუტატები საკრებულოს
სხდომაზე იმას
არკვევდნენ ჩატარდებოდა თუ არ რეორგანიზცია.
მერიაში რეორგანიზაცია იანვარში დასრულდება, სწორედ იანვრის ბოლოს
შედგება მერიაში დასაქმებულთა გასათავისუფლებელთა სია.
ჩხუბი საკრებულოში
ქუთაისის მექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა მოქალაქეებს თავი
საქმით თუ არა დაპირისპირებით მაინც დაამახსოვრა.
უმრავლეობა–უმცირესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ტრადიციად
იქცა. სიტყვიერი დაპირისპირება 19 სექტემბერს ფიზიკურში
გადაიზრდა უმცირესობის დეპუტატ გია უკლებასა და უმრავლესობის
დეპუტატებს შორის
.
ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს
მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს
აგინებდა. იმედა საღინაძესა და ამირან კოპალეიშვილს, ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შუფარდა.
ბრალდებულების ადვოკატის, ირაკლი გიორგაძის თქმით, დეპუტატები თავს
დამნაშავედ არ ცნობენ.
სპორტი
მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა
საფეხბურთო კლუბი "ტორპედოს" გულშემატკივრებისთვის. წელს "ტორპედო"
დავით ყიფიანის თასის
მფლობელი გახდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის
საკვილიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
კულტურა
ქუთაისში წელს პირველად ქართული კინოს ფორუმი ჩატარდა. კინოფორუმის
სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ენახათ ის ქართული ფილმები, რომლებიც
სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ასევე,
ნაჩვენები იქნა, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.
###
და მაინც, როგორი იყო 2018 წელი ქუთაისისთვის? – ისტორიული
წელი, რადგან ქალაქმა დაკარგა ბოლო წლების ყველზე
მნიშვნელოვანი მონაპოვარი – საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.
სტატუსთან ერთად კი, იმედი განვითარების.
მასალის გამოყენების პირობები