საზოგადოება
შეთავაზებები ზაფხულში ქუთაისში დარჩენილ მოსახლეობას
FaceBook

2015 წლის ივლის - აგვისტოში ქუთაისში დარჩენილ მოსახლეობას მერია და არასამთავრობოები მთელ რიგ კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მოსახლეობას შემდეგ ღონისძიებებზე ეპატიჟება:
17 ივლისს, 18:30 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში, გაიმართება ფილმის "დაბრუნდებიან" ჩვენება. დასწრება თავისუფალია.
19 ივლისს 15:00 საათზე, ქართულ - ებრაულ ურთიერთობებზე გადაღებულ ფილმ "ორი სამშობლო" - ს ჩვენება გაიმართება მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დასწრება თავისუფალია.
ლ. მესხიშვილის თეატრის სპექტაკლის "მარწყვის ცივი ტორტი" -ს ჩვენება გაიმართება ქ. ფოთში თეატრალურ ფესტივალზე 24 ივლისს, 15:00 სთ - ზე. ბილეთის ფასი 5 ლ. ხოლო როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი ამბობს, მსურველების შემთხვევაში მერია უზრუნველყოფს ქუთაისიდან მგზავრობის ხარჯებს.
"ასეთი სურვილის შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ჩვენს სამსახურს და მათ გავათავისუფლებთ მგაზრობის ხარჯებისაგან" - აცხადებს ვაჟა ჯუღელი.
21 ივლისს სტუდია "ქართუ" გამართავს საქველმოქმედო კონცერტს ლ. მესხიშვილის თეატრი. დასაწყისი 18 საათზე. ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის ტრაგედიისგაან დაზარალებული ოჯახების ანგარიშზე.
10-15 აგვისტოსს კი კინო - ჩვენებები მოეწყობა ღია ცის ქვეშ.
მერიის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების გარდა, გასართობ პროგრამებს ახორციელებენ არასამთავრობოებიც. თუკი განტვირთვა და დასვენება ქალაქიდან გაუსვლელად გსურთ სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დილოგი"RICDOG" - ი ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის უკვე მეორე წელია მართავს ღონისძიებას სახელწოდებით "Open Dance Floor“". ეს არის ცეკვის ვორკშოპი. ღონისძიებაზე მოწვეული მოხალისე მოცეკვავეები გასწავლიან კონკრეტული ცეკვის რამდენიმე მოძრაობას, ღონისძიების მეორე ნაწილი კი ეთმობა ე.წ დისკოთეკას, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო მეტად ერთობიან.
"Open Dance Floor" -ს პერმანენტული სახე ექნება და ყოველ ოთხშაბათს 19:00 საათზე ბესიკ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. "გორის პარკი") იმართება. გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი აქტიურობაა, ასაკობრივი სხვაობაც აშკარაა. 14-დან 50-წლამდე პირები შემოგვიერთდნენ გასულ ოთხშაბათს და 100 - ზე მეტნი ვიყავით. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რამდენიმე საათით შეუერთდეს ღონისძებას"- ამბობს "RICDOG" -ის გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე.
მისივე თქმით, ღონსიძიების განმავლობაში გამოვლინდება ყველაზე ჩართული და აქტიური წყვილი და მას ბ. გაბაშვილის პარკის ადმინისტრაციისგან საჩუქრად 50 ლარის ბილეთები გადაეცემა.
გარდა ამისა, თავისუფალი კინოჩვნებების ვორქშოპი იგეგმება 18 ივლისს, 11 სთ–ზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ვორქშოპის მონაწილეები ისწავლიან თავისუფალი კინო ჩვენებების ორგანიზებას და ისინი თავად გამართავენ ჩვენებებს მთელი წლის განმავლობაში. ზუსტი თარიღები ჯერ არ არის ცნობილი.
"პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ რამდენიმე წინადადებიანი სამოტივაციო ტექსტი, სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია/სტატუსი და საკონტაქტო ნომერი ელ. მისამართზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ,თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონული დასახელება და "ქუთაისი თავისუფალი კინოჩვენებების" ორგანიზატორი.
"ქუთაისის ვორქშოფზე დასწრების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივლისის ღამის 12 საათი"- აცხადებს ვორკშოპის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბის" დამფუძნებელი, მაკა კაჭკაჭიშვილი.
ლანა კოკაია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.