6 წელი გაუსაძლის პირობებში და ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში (ვიდეო)
10:11 / 15.07.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში ყოფილი სამუსიკო სკოლის სასდილო შენობაში
თვითნებურად შესახლებულ თეონა კლდიაშვილს ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში
აქვს.
ის ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამორტიზებულ შენობაში 6 წელია
ცხოვრობს. თეონას ოჯახის ორ წევრს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო
მეუღლის მშობლებს კომპენსაცია ერგოთ, ბინის სახით. თუმცა საცხოვრებელი
არ მიუღიათ, რადგან, როგორც თეონა ამბობს, სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხა დედამთილისა და მამამთილისთვის სამკურნალოდ
გამოიყენეს.
"დაკმაყოფილებულად ითვლება ბავშვებიო და თქვენ არ გავქთ უფლება,
სოციალურ საცხოვრისში ფართის მიღების მოთხოვნით დაწეროთ წერილიო. არ
დამაწერინეს განცხადება მერიაში", - ამბობს თეონა
კლდიაშვილი.
ქუთაისის მერიაში განგვიმარტეს, რომ სოციალურ საცხოვრისში ბინის
მისაღებად თეონა კლდიაშვილს კომისიისთვის შესაბამისი საბუთები უნდა
წარედგინა.
"არ აქვს წარდგენილი საბუთები, როცა კომპლექტდებოდა თავშესაფარი", -
გვითხრეს მერიაში. თუმცა კითხვაზე, მოხდება თუ არა მისი ფართით
დაკმაყოფილება თუკი აღნიშნულ დოკუმენტაციას წარადგენს, ქუთაისის
მერიაში პასუხი არ გაგვცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები