დღის ცენტრმა აამუშავა ახალი პროგრამა ,,მეზღაპრე ერთი დღით“.
ქუთაისში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო"" პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრმა ახალმოსახლეობა აღნიშნა და დღის ცენტრის სერვისები, საგაკვეთილო, ინდივიდუალური მუშაობის პროცესები, ბავშვთა ნამუშევრები გააცნო მოწვეულ სტუმრებს. ცენტრმა ასევე აამუშავა ახალი პროგრამა ,,მეზღაპრე ერთი დღით". ცენტრის პირველი მეზღაპრე ქალაქის მერი შოთა მურღულია აღმოჩნდა, მან ბავშვებს ხალხური ზღაპარი "მეჩონგურე" წაუკითხა. ცენტრი ზღაპრის კითხვას ყოველ ხუთშაბათს მოაწყობს და იწვევს ე.წ. ცნობად სახეებს ბავშვებისთვის ზღაპრების წასაკითხად.
დღის ცენტრის ამჟამინდელ მისამართს დუმბაძის ქ. #59/61, ყოფილი სობესის შენობა წარმოადგენს. შენობა დღის ცენტრს ქალაქმა უსასყიდლოდ გადასცა.
დღის ცენტრში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, ხოლო ადმინსიტრირებას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს. ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო''მომსახურებით უკვე 30 შშმ ბავშვი სარგებლობს
მასალის გამოყენების პირობები