საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რატომ დაარქვეს საცხოვრებელ სახლს ლომებიანი სახლი ქუთაისში
FaceBook

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.


ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რატომ დაარქვეს საცხოვრებელ სახლს ქუთაისში ლომებიანი სახლი და რა ისტორია უკავშირდება მას?- (ნახეთ ვიდეო აქ).

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ე.წ. ლომებიანი სახლი 1913 წელს აშენდა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ვინმე ვლადიმერ წერეთელს ეკუთვნოდა, რომელსაც გასაბჭოების შემდეგ  სახლი ჩამოართვეს და სახელმწიფოს კუთვნილება გახდა. მოგვიანებით "ლომებიან სახლში" რამდენიმე ოჯახი შეასახლეს. როგორც ამბობენ, აღნიშნულ სახლში ცნობილი ებრაელი ექიმები ცხოვრობდნენ.  1996 წელს სახლი გაურკვეველი მიზეზით დაიწვა, რომლის აღდგენა მალევე მოხდა.
თუ რატომ იყო სახლზე ლომები გამოსახული ან ვინ არის აღნიშნული სახლის არიქტექტორი, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. როგორც ქუთაისის ცენტრალური არქივის ხელმძღვანელი, მერაბ კეზევაძე ამბობს, "ვიდრე დაიწვებოდა, სახლის თავზე  იყო გამოსახული არწივი. ხოლო თუ რატომ იყო გამოსხული ლომები, ეს არ ვიცით. უბრალოდ, იმის გამო რომ სახლზე ლომები იყო გამოსახული, მას ეწეოდებოდა ლომებიანი სახლი", - ამბობს კეზევაძე.
მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, სახლის არქიტექტორი ქალაქში ცნობილი შენობების (კინოკომუნა, ფოსტის შენობა) დამპროექტებელი, ჩეხი არქიტექტორი ფრიკი გახლავთ.
"ლომებიანი სახლის" შენობაში ბოლო 7 წლის მანძილზე "ლიბერთი ბანკის"  ფილიალი არის განთავსებული.

 





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.