კაცობრიობის ისტორია არაერთ ათასწლეულს მოიცავს, მაგრამ მეცნიერებს ამ დრომდე არა აქვთ პასუხები ბევრ კითხვაზე.
არსებობენ არტეფაქტები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვეს, ისინი სპეციალისტებს ამ დრომდე საგონებელში აგდებენ.
კოსტა რიკას გიგანტური ქვის ბურთებიიდეალურად მრგვალი ფორმის ამოუცნობი ქვის წარმონაქმნები დიდ ინტრიგას ქმნიან არა მხოლოდ მათი ფორმით, არამედ თავიანთი გაურკვეველი წარმოშვებითაც. იგი პირველად მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს მუშებმა, როლებიც ჯუნგლებს წმენდნენ ბანანის პლანტაციებისთვის. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ამ ქვის ბურთებში ოქრო უნდა ყოფილიყო დამალული. ბევრი ეს პეტროსფერო გააპეს, ბევრი ააფეთქეს, მაგრამ ისინი ცარიელი აღმოჩნდნენ. გაურკვეველია ვის მიერ ან რა მიზნით შეიქმნა ეს პეტროსფეროები. ვარაუდის თანახმად, ეს იყო კოსმოსური მანათობლების სიმბოლოები, რომლებიც აღნიშნავენ დედამიწის სხვა პლანეტებთან დაშორებას.
ბაღდადის ელექტროელემენტიმეოცე საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბაღდადის მახლობლად აღმოაჩინეს გამოუცნობი არტეფაქტი. იგი წარმოადგენდა 13 სანტიმეტრიან ჭურჭელს, მას ყელში რკინის კვერთხის მსგავსი საგანი უმაგრდებოდა, რომელსაც აბოლოებდა სპილენძის ცილინდრიანი მოწყობილობა.
მეცნიერების აზრით, ამ მოწყობილობას შეეძლო 1 ვოლტი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება.
მეცნიერების აზრით მოწყობილობას ოქროსთვის იყენებდნენ, თუმცა გაურკვეველია რატომ დაიკარგა მისი დამზადების ტექნოლოგია და
რატომ არ იქნა მსგავსი რამ აღმოჩენილი სხვა რეგიონებში.
ვოინიჩის მანუსკრიპტი იგი ყველაზე საიდუმლოებით მოცული წიგნია მსოფლიოში. ის დაწერილია გაურკვეველ ენაზე. წიგნს არ ყავს ავტორი, მისი გვერდები გაურკვეველი სიმბოლოებით და უცნაური ილუსტრაციებით არის დაფარული.
მანუსკრიპტის არასტანდარტულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაწერილია უნიკალური ანბანის გამოყენებით, რომელიც არ გავს არც ერთ ანბანურ სისტემას. ამ ნიშნებმა ჩიხში შეიყვანა კრიპტოგრაფები. მანუსკრიპტი ამ დრომდე არაა გაშიფრული.
ინკების ოქრის ფიგურებიოქროს ფიგურები იპოვეს სამხეთ ამერიკაში, გარეგნულად მფრინავ აპარატებს გვანან, თუმცა ამის დაჯერება რთულია. რა იქცა ამ ფიგურების შექმნის მიზეზად გაურკვეველია.
1996 წელს გერმანელმა ავაიკონსტუქტორებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შექმნეს ინკების ფიგურების ზუსტი ასლები, მხოლოდ 16-ჯერ გაზარდეს ფიგურების ზომები. მათ გაუკეთეს მცირე მოტორი და მოდელებმა არა მხოლოდ ჰაერში აფრენა მოახერხეს, არამედ უმაღლესი პოლიტაჟის ფიგურებიც შეასრულეს.
გენეტიკური დისკიამ უჩვეულო არტეფაქტზე - გენეტიკურ დისკზე გამოსახულია საგნები და პროცესები, რისი დანახვაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ შეუძლია. მეცნიერები ფიქრობენ დისკზე შესაძლებელია ასახული იყოს ნაყოფის ჩასახვისა და განვითარების პროცესი.
ანტიკიტერული მექანიზმიანტიკიტერული მექანიზმი ითვლება უძველეს გამომთვლელ მექანიზმად, კომპიუტერის პირველ ანალოგად, რადგან გააჩნია რთული კონსტრუქცია. ათწლეულების ძიების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მექანიზმი მზის მთვარისა და პლანეტების მდგომარეობას, მათ გადაადგილებას, ასევე მზისა და მთვარის დაბნელებას აღნიშნავს.
ამ მოწყობილობის შემქმნელმა ათასწლეულით გაუსწრო მის თანამედროვეებს.
მასალის გამოყენების პირობები