საზოგადოება
"ბატონო მერო, ჯერი ახლა თქვენზეა" - "ევროპა ჩვენი სახლიას" მიმართვა გიორგი ჭიღვარიას
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია გოქაძე ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას მიმართავს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლს, ქალაქში ერთ-ერთ ხმაურიანი თემის კაფე-ბარ "არგოსთან" დაკავშირებით ქალაქის პირველი პირის პოზიცია აინტერესებს. 

"ქალაქის ისტორიულ ცენტრში, კულტურულ მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის "ოქროს ჩარდახის" სიახლოვეს, მდინარე რიონის წყალდაცვით ზონაში, იქ სადაც წყლის მოვარდნის საშიშროება ყოველთვის მაღალია, მდინარის ქალაქში არსებულ ერთადერთ სანაპიროზე მშენებლობის ნებართვის გაცემას სამართლიანად მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და 700 მდე ადამიანმა, ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მშენებლობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა მერიას. თუმცა, ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ყრუ კედელი მივიღეთ, სანაპიროზე "მსუბუქი კონსტრუქციის" ნაგებობა აშენდა და უახლოეს დღეებში საზეიმო ვითარებაში გახსნასაც აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ძალას "ქართული ოცნება" წარმოადგენს , ბატონი გიორგი ჭიღვარია ახლადარჩეული მერია, რომლსაც პარტიულთან ერთად ინდივიდულური პასუხისმგებლობაც გააჩნია ქალაქის მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის წინაშე, ვინც საფუვლიანად აპროტესტებდა კაფე- ბარ "არგოს" უკანონო მშენებლობას.

თუკი, მას სურვილი აქვს იმოქმედოს კანონის და ქუთაისის ინტერესების შესაბამისად, ის აუცილებლად გადახედავს ნებართვის გაცემის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და სახელშეკრულებო პირობებს, რაც ამ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის საფუძველი გახდება, ან აირჩევს გზას, რომელიც შოთა მურღულიამ აირჩია და ქუთაისს დააკარგვინებს შანსს ამ უსამართლობის, კორუფციისა და უპერსპექტივობის ჭაობიდან განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.

ბატონო მერო, ჯერი ახლა თქვენზეა - არჩევანი მარტივი, პარტიული ინტერესის ქალაქის ინტერესზე მაღლა დაყენება შოთა მურღლიას გზაა, მურღულიას და ქუთაისის გზები ბოლოს იყოფიან.

მურღულია ჩამოვიდა და წავიდა, ჩვენ აქ ვაპირებთ ყოფნას. თქვენ?", - ნათქვამია "ევროპა ჩვენი სახლიას"  მიმართვაში. 

ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციაში კაფის მშენებლობას მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ადგილი, სადაც ახლა "არგო" შენდება, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016 წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუცვალა, სადაც "ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ" 300კვ.მ ფართი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

როგორი იქნება კაფე-ბარი "არგო" (ფოტორეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.