საზოგადოება
მეტი განადგურებული აზიური ფაროსანა ზამთარში - ნაკლები პრობლემა გაზაფხულზე (R)
FaceBook
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გავრცელებულ აზიურ ფაროსანას უკვე ორი წელია საქართველოში ებრძვიან.

მთავრობა და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად ქიმიურ პრეპარატებთან ერთდ აუციელებელია პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

2015 წლიის შემდეგ ხეხილის ბაღების, ბოსტნებისა და მასივების არაერთი წამლობა ჩატარდა, თუმცა აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს მიმდინარე წელს მაინც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განადგურდა თხილის მოსავალი, გაფუჭდა სიმინდი და ბოსტნეული სხვა კულტურები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა ციტრუსიც. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს. თუმცა ამ ეტაპზე ბაღლინჯოსგან მოსავალს უკვე ნაკლები საფრთხე ემუქრება, რადგან ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელმა ბაღებიდან შენობებში გადაინაცვლა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, მანამდე სანამ მწერი კვლავ ბაღებში დაბრუნდება, მის წინააღმდეგ ბრძოლო სწორედ თავშესაფრის ადგილებიდან უნდა დაიწყოს.
მავნებლის განადგურების პროცესში საკუთარ როლს აცნობიერებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაის მოსახლეობა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ შეწამლასა და მწერის მექანიკური გზით განადგურების საშუალებებზე.

მათი თქმით, ახლა მათთვის მთავარ პრობლემას სახლში შესული აზიური ფაროსანა წარმოადგენს, რომელიც ყველგან არის გავრცელებული, მათ შორის ტანსაცმლის კარადებში, საწოლებში, სხვენებსა თუ სხვა სათავსოებში. სოფლის მეურნეობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი განმარტავს რომ, მიმდინარე წელს მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 18 800 ლიტრი ქიმიური პრეპარატი, მისი გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციით დარიგდა. ასვე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტის 15 თემის 51 სოფელში 70 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარედა.
შეხვედრებზე ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფომაცია იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს აზიური ფაროსანა სხვადასხვა კულტურას და როგორ უნდა ებრძოლონ მას.

მამუკა კვანტალიანის თქმით, წელს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოსავალი მავნებელმა გაანადგურა, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ იმ ეტაპზე, როდესაც მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში, მასთან ბრძოლო მხოლოდ მექანიკური საშუალებებით არის შესაძლებელი, ქიმიური საშუალებებების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური
მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები:

1.აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვისმიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად

2. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.

3. საპნიანი წყალი. ღმა ჭურჭლით საპნიანი წყლის ჭურჭელს ვდგამთ და ვანათებთ ნათურით. სინათლე იზიდავს ბაღლინჯოს.

4. საქართველოში ყველაზე უფრო აქტიურად გამოყენებადი მექანიკური საშუალება, ეს არის მავნებლის მტვერსასრუტით ან ცოცხით შეგროვება და დაწვა.
სპეციალისტები გვირჩევენ:
არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა, რაც უფრო მეტ ფაროსანას გაანადგურებს მოსახლეობა ზამთრის პერიოდში სახლში, მით ნაკლები პრობლემა დახვდებათ გაზაფხულზე.

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.

ირმა ჭარაქაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.