საზოგადოება
ქალი საკუთარ სხეულზე არჩევანს მოკლებულია - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქალის არჩევანი - იქცა მორიგი დისკუსიის თემად შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში, სამეანო–გინეკოლოგიურ კლინიკა – "ბომონდში"გაიმართა.

შეხვედრა პროექტის "ხელოვნება ქალთა უფლებებისათვის" ფარგლებში განხორციელდა და ქალის არჩევანს, ან ქალისთვის არჩევანის არარსებობის პრობლემას შეეხო.
მანამდე "ბომონდის" ფოიეში მხატვრისა და პროექტის ერთ-ერთი ავტორის ლია უკლებას ნახატების გამოფენა მოეწყო, რომელიც ქალის და ტრადიციის, ქალისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემას მიეძღვნა.
მომხსენებელმა გენდერის საკითხების სპეციალისტმა ეკა აღდგომელაშვილმა, განახორციელა ისტორიული ექსკურსი და იმ პერიოდებს შეეხო, როდესაც მაგალითად საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების მიუხედავად ქალებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ქალები ამ უუფლებობით თანაბრდებოდნენ ბავშვებთან და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადმიანებთან.
საქართველოში სხვა სიტუაცია შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, ქალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში და აქტიური როლი იკისრეს ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ფორმირების საკითხშიც, თუმცა არ დასცალდათ.
ეკა აღდგომელაშვილი შეეხო ძალადობის იმ ფორმას, როდესაც კულტურა და ტრადიცია ძალადობს ქალზე. "დღეს ქალებს გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამით საზოგადოება გაღიარებს ზრდასრულ ადამიანად, ინდივიდად, რომელსაც შეუძლია გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი. ამის მიღწევას ას წელზე მეტი დასჭირდა. დღეს ჩვენ გვანდობენ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მომავალზე, მაგრამ როდესაც საქმე ჩვენს სხეულს და ჩვენს პირადს ეხება, ამ არჩევანს მოკლებულნი ვართ და ეს არის სისტემური კულტურული ძალადობა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება ჩვენზე", - აღნიშნა ეკა აღდგომელაშვილმა.
მოხსენება დისკუსიაში გადაიზარდა, რომელსაც "ბომონდში" თავშეყრილი საზოგადოება შეუერთდა.
პროექტს – არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" "ქალთა ფონდი საქართველოს" მხარდამჭერით ახორციელებს. დაგეგმილი გამოფენები, რომელიც ქუთაისში არსებულ ხუთივე სამეანო–გინეკოლოგიურ კლინიკებში გაიმართება, ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკიდან გაიხსნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.