რეკლამა
„Family’s Bakery” - ქალაქში საუკეთესო საცხობი იხსნება (R)
FaceBook
სუპერმარკეტების ქსელი „ფემილი“ (Family), რომელიც ამ ეტაპზე ქუთაისში 13 ფილიალით არის წარმოდგენილი, მომხმარებელს ძალიან მაგარ სიახლეს სთავაზობს.

9 ივლისიდან ერთ-ერთ ფილიალში, თამარ მეფის #70 - ში, სრულიად ახალი და ინოვაციური კონცეფციის საცხობი ამოქმედდება. მოწვეული მზარეული, რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განსხვავებული გემოსა და ვიზუალის პროდუქტებს შემოგთავაზებთ.


აქ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ფხვიერი და ფენოვანი ცომისგან დამზადებული შტრუდელები და კრუასანები, ჟოლოსა და ალუბლის ჯემის, მოხარშული შედედებული რძის, ცოცხალი გარგარის, ხაჭოსა და შოკოლადის, ნიგვზის და ქიშმიშის შიგთავსებით, დარიჩინის სურნელოვანი და ფაფუკი ფუნთუშები, მდნარი შოკოლადის, ხაჭოს კრემისა და სხვადასხვა ხილის მომჟავო-მოტკბო გემოს შტრიხებით.


აღსანიშნავია, რომ ყველა ინგრედიენტი არის მხოლოდ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა. ასე რომ, „ფემილი“ - რჩება მისი სლოგანის „ჩვენი ოჯახის მარკეტი“ ერთგული და ყველა პროდუქტი, რომელიც იქმნება არის განკუთვნილი მთელი ოჯახისთვის, მათ შორის ყველაზე პატარებისთვის, მისაღები და სასარგებლო.

საცხობში, ასევე, წარმოდგენილია ფენოვანი და იმერული ხაჭაპური იდეალური ცომითა და ნამდვილი იმერული ყველით სავსე, გემრიელად შეზავებული ლობიანები და კარტოფილიანი ღვეზელები.

და ეს ყველაფერი არ არის, „Family’s Bakery” მომხმარებელს მომავალში კიდევ ბევრ სასაიმოვნო სიახლეს და სიურპირზს პირდება.

ეწვიე Family’s Bakery” - ს

#გაიზიარესიახლე #გასინჯეგანსხვავებული


მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის გამზირი N70, მაღაზია „ფემილი“ (Family)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.