რეკლამა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის მერობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს (R)
FaceBook
პარლამენტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგი სიორიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ოზურგეთში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე ჩავიდნენ, რომელსაც გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს და ბეგი სიორიძეს არჩევნებში წარმატება უსურვეს.

კახა კალაძესგანცხადებით,ის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ეს დემოკრატიის ნაწილია და ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ყველას გვახსოვს 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, საბედნიეროდ, ეს ჩვენი ერთსულოვნებით წარსულს ჩავაბარეთ და დღეს უნდა ვისაუბროთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას გავაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობისთვის", - თქვა კალაძემ.

როგორც პარტიის გენერალური მდივანმა აღნიშნა,2014 წლის შემდეგ, რაც ოზურგეთელმა ამომრჩეველმამხარი დაუჭირა ბეგი სიორიძეს და პარტია "ქართულ ოცნებას",ამ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, უამრავი პრობლემა და სერიოზული გამოწვევებია როგორც ოზორგეთში, ასევე მთელ საქართველოში, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი ამ პრობლემებს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს, ეს "ქართული ოცნებაა".

"ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელი.დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ის 12 ნოემბერს აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიწყებთ მითითებას, რა უნდა გააკეთოთ და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და გურულები პოლიტიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომსწორ გაადაწყვეტილებას მიიღებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში.

"ბეგი სიორიძე იყო ოზურგეთის ღირსეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ოზურგეთის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მას ნდობას", - აღნიშნა კობახიძემ.
საკუთარ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ბეგი სიორიძემაც და მხარდამჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"დღეს ჩემს მხარდასაჭერად ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები ჩამოვიდნენ ოზურგეთში. ყველა ისდაპირება, რომელიც მე თქვენ დაგპირდით, სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერითა და თანადგომით დაგპირდით და დარწმუნებულები იყავით, რომკიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში", - მიმართა ამომრჩეველს სიორიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, მომდევნო ოთხ წელიწადში ოზურგეთი გახდება ყველასთვის საამაყო ქალაქი და ამ დროში დასრულდება ყველა ის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი, რომელიც თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.