რეგიონი
გაფიცვის მეორე დღე ხარაგაულში - გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მოლაპარაკების მოლოდინში
FaceBook
ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე დასაქმებული 60-მდე მუშა მეორე დღეა გაფიცულია.
მუშები ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსგან" სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზეც საუბრობენ.

გაფიცულები დღეს "საქართველოს რკინიგზისა" და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან, სადაც უნდა გადაწყდეს გააგრძელებენ თუ არა დასაქმებულები სამშენებლო სამუშაოებს.

შეხვედრას რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

"აკლებენ შვებულების დღეებს, 24 დღის ნაცვლად, 12 დღეს უნაზღაურებენ. ადგილზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ორი თვის წინ გვირაბი ჩამოიშალა და დაშავდნენ მუშები. სიცოცხლისთვის საშიში გარემოა. გარდა ამისა, აქვთ სახელფასო დავალიანება და რადგან გვირაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ალბათ, გადაწყვიტეს არ გადაუხადონ ხელფასი. ახლა ველოდებით მოლაპარაკების დაწყებას და შევთანხმდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადებენ პირობას, რომ დაფარავენ დავალიანებას და სამუსაო ადგილზე უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. სხვა შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება", - ამბობს "საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების" დირექტორი, ვიტალი გიორგაძე.

"საქართველოს რკინიგზაში" ამბობენ, რომ სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩინური კომპანიაა პასუხისმგებელი, "საქართველოს რკინიგზას" კი,  მხოლოდ სამუშაოების შესრულებაზე აქვს ზედამხედველობითი ფუნქცია, შესაბამისად, ისინი ამ პროცესში ვერ ჩაერთვებიან.

სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული 60-მდე მუშა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებს.

გაფიცულ მუშებთან შეხვედრა დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლიის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშები უცხოურ კომპანიას პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას უყენებენ.

გაფიცულები მაშინ აცხადებნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდა. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.