რეგიონი
იმერეთის მუნიციპალიტეტების საახალწლო ხარჯები
FaceBook

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს შორის, საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯული თანხის საერთო რაოდენობის მიხედვით, ჭიათურა ლიდერობს.


ჭიათურის მერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ მიზნით 51 860 ლარია გათვალისწინებული. აქედან, განათებებზე 14 100 ლარი, გალა კონცერტზე 5 600 ლარი, კაფე საღმოს მოწყობაზე 2 000 ლარი, მისალოც ბარათებსა და საახალწლო აქსესუარებზე კი 4 790 ლარია განსაზღვრული.

ჭიათურაში სოციალურად დაუცველი 398 ბენეფიციარის საახალწლო ნობათისთვის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 14 000 ლარი, 300 პირველკლასელის საჩუქრისთვის 1 800 ლარი და 50 დამსახურებული საზოგადო მოღვაწის სადღესასწაულო საჩუქრისთვის 4 600 ლარი გამოყო.

საახალწლო განათებებზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი თანხა სამტრედიაში დაიხარჯა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 27 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ხელშეკრულება გამარჯვებულთან 22 000 ლარზე გაფორმდა.

განათებების გარდა, სამტრედიის მუნიციპალიტეტი სადღესასწაულო ღონისძიებებში 3 000 ლარს და ამდენივეს ფეიერვერკისთვის დახარჯავს. ასევე, საახალწლო ტკბილეულის შეძენას 3 000 ლარი, მისალოც ბარათებს კი 520 ლარი მოხმარდა.

წყალტუბოში 4 000 ლარი სადღესასწაულო განათებებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების სასაჩუქრე კალათებისთვის კი 8 000 ლარი დაიხარჯა.

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებებს მთლიანად 17 720 ლარი მოხმარდება. ამ თანხიდან, ყველაზე მეტი - 7 160 ლარი კულტურულ ღონისძიებებზე დაიხარჯება, 6 300 ლარი კი უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, საახალწლოდ ერთჯერადი დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. ალილოს დღესასწაულზე კი შეჭირვებულ მოსახლეობას 1 500 ლარის ღირებულების ნობათი გადაეცემათ. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მოწყობილ ღონიძიებას 1 760 ლარი მოხმარდება.

ხარაგაულში საახალწლო განათებების დამონტაჟება მუნიციპალიტეტს 2 500 ლარი დაუჯდა.

ბაღდათში სადღესასწაულოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარი გამოიყო. ამ თანხის ნახევარი განათებებს, ნაწილი კი საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვების საჩუქრების შეძენას მოხმარდება. მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები დასაჩუქრდებიან.

2 590 ბავშვი მიიღებს საახალწლო საჩუქარს თერჯოლაში, რისთვისაც 18 000 ლარი დაიხარჯება. პატარებისთვის სადღესასწაულო კონცერტს მოაწყობენ, რაზეც 3 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მათ ტრანსპორტირებას 6 000 ლარი მოხმარდება. ერთჯერად დახმარებას მიიღებს თერჯოლაში სოციალურად დაუცველი 35 ბენეფიციარი. მათთვის ნობათების შეძენაზე 5 700 ლარი დაიხარჯა.

თერჯოლაში საახალწლო განათებების დამონტაჟებას 3 500 ლარი დასჭირდა. 31 დეკემბერს კი კონცერტი გაიმართება, სადაც მუსიკალურ გახმოვანებას 2 000 ლარი მოხმარდება. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება, რაზეც ბიუჯეტიდან 4 000 ლარი გამოიყო.

ხონში მთავარი ნაძვის ხის დამონტაჟებაზე 1 200 ლარი, განათებებზე კი 8 403 ლარი დახარჯეს. საახალწლო გალაკონცერტზე მომღერლებისთვის, სცენისა და აპარატურისთვის 10 250 ლარია გათვალისწინებული. ასევე, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 143 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა, რისთვისაც 4 783 ლარი დაიხარჯა.

ვანში საახალწლო განათებების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 8 748 ლარი გამოიყო. ამის გარდა, ქალაქის კულტურის ცენტრში 29 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მოეწყო, რაზეც 4 200 ლარი დაიხარჯა.

საჩხერის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლოდ მუნიციპალიტეტი 26 900 ლარს დახარჯავს. ამ თანხიდან ყველაზე მეტი, 4 900 ლარი სადღესასწაულო კონცერტის მოწყობას მოხმარდება. სოციალურად შეჭირვებული ოჯახების სასაჩუქრე ნობათებისთვის 2 400 ლარი და ბავშვების ტკბილეულის ნაკრებზე 2 500 ლარი დაიხარჯება. თანხის დარჩენილი ნაწილი სხვა აქტივობებს მოხმარდება.

ტყიბულის მერიაში კი გაგვიცხადეს, რომ საახალწლო განათებებზე მიმდინარე წელს 4 800 ლარამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების საახალწლო ნობათებისთვის 8 300 ლარი, ფეიერვერკისთვის კი 1 800 ლარი დახარჯეს.

რაც შეეხება ზესტაფონს, მუნიციპალიტეტმა საახალწლო ხარჯებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა.


 

ფოტო: ჭიათურის ნაძვის ხე, ავტორი გიორგი კურტანიძე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.