ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 30 უბნიდან 30-ვეს გრიგოლ
ვაშაძე იგებს.
30 უბნის მონაცემებით ვაშაძემ ხმების 49.53% მიიღო, ხოლო სალომე
ზურაბიშვილმა 26.04%.
ქუთაისში 123 საარჩევნო უბანია.
2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156
051 ამომრჩეველი. მათგან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 65
000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის
41.6%-ია.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები