2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი
ცნობილია.
გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ეგზიტპოლები
„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.
დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის
პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40%
აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
გაიმართება.
დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 40%
სალომე ზურაბიშვილი - 40%
დავით ბაქრაძე - 10%
შალვა ნათელაშვილი - 3%
დავით უსუფაშვილი - 2%
ზურაბ ჯაფარიძე - 2%
rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები