ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის
უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და ფიქრობენ, რომ მისი
დაპატიმრება დაგეგმილ თამაშს უკავშირდება.
ამიტომ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
ხურციძე ამერიკაში ჩასვლიდან ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონს უნდა
შეხვედროდა, მის დაპატიმრებაში ხურციძის ოჯახის წევრები მეტოქის
ინტერესებს ხედავენ.
მაყვალა ხურციძე ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების
გადმოცემას ითხოვს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც
სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
მასალის გამოყენების პირობები