ტყიბულის შახტში დაკავებული თანამშრომლების ადვიკატი რამდენიმე წუთის
წინ პოლიციის დეპარტამენტთან მივიდა.
ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებს წინასწარი დაკავების
იზოლატორში ხვდება.
მამუკა ჭაბაშვილის თწმით, კომპანია მათი სტატუსის მიუხედავად, დაიცავს
დაკავებულების ინტერესებს. ადვიკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
დეპარტამენტთან დაკავებულების ახლობლები იმყოფებიან.
ჩვენთან საუბარში დაკავებული შახტის დირექტორის ნათესავი ამბობს, რომ
ის თავს დამნაშავეს არ ცნობს.
შვიდ დაკავებულს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ.
5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
დაკავებულია 6 პირი. ხოლო 1 პირის დაკავება 2018 წლის 2 ივლისს
ქვანახშირის შახშტში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან
სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის
ბრალდებით,5 აპრილის აფეთქების საქმეზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის
სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი -
გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი
მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე
გ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა
"ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის"
მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც
დარღვეულია უსაფრთხოების წესები.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის
სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ,
მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების
შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად
ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების
წარმოება.
5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი
სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი
ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა
შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა
მეშახტემ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის
მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი.
სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება
მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას
ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში,
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა
გარდაიცვალა.
ასევე, მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის
სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს
სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა,
ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი მუშა დაიღუპა,
ექვსი კი დაშავდა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
ამ დროისათვის შახტში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები