რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შახტის წაროების უფროსის, გია
ქარქაშაძის დაითხვა.
მისი განცხადებით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა იყო გაზის დაგროვება, ან
უეცარი გამოტყორცნა.
ქარქაშაძე ამბობს, რომ აპარატურა, რომელიც საქნახშირმა რამდენიმე თვის
წინ დაამონტაჟა გამართულია და მუშაობს, ასევე უბანზე იმყოფებოდნენ
უსაფრთხოებისა და ვენტილაციიაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები.
ქარქაშაძის თქმით, არ იცის, იყო თუ არა განგაშის სიგნალი. მისი
ინფორმაციით სიგნალზე პასუხისმგებელი პირი ახლა დაკითხვაზე იმყოფება.
შახტის წარმოების უფროსის მტკიცებით, არსებობს ჩანაწერი იმისა, რომ
სამთო ოსტატი გადმოცემს დისპეჩერს შეტყობინებას, თუმცა ჯერ ჩანაწერები
არ გახსნილა.
16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში
4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
შედეგად
ტყიბულში
7 შვილი დაობლდა.
დაშავებული
6
მუშიდან 1 ტყიბულის საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 5 თბილისში
რეანომობილით გადაიყვანეს.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს
ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების
სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი
საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს
გახდიდა.
"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს
მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი
დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” ,გადაეცეს
სახელმწიფოს" - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,
სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის
ჩამოშლა მოჰყვა.
დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების
წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის
შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც
ტყიბულში
13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16
ადამიანია დაღუპული.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე
ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.
საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.
შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018
წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა
და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება
კანონის
აღსრულების პრობლემა.
ამავე
თემაზე:
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
6
მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის
შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები