ლია უკლებას გამოფენა-აქცია "გასვლა აკრძალულია"
ქუთაისის შემდეგ ჭიათურაში გაიმართა.
გამოფენას ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა
უმასპინძლა.
გამოფენა მუშა ქალებს, კონკრეტულად მაღაროებსა და სამკერვალო
ფაბრიკაში დასაქმებულ ქალებს მიეძღვნა. მათ რუტინულ შრომას ოჯახსა და
საწარმოში და ამ შრომის ნაკლებ აღიარებას.
ჭიათურაში მიმდინარეობდა იმ ვიდეოების გადაღებაც, რომლის ჩვენებაც
ექსპოზიციის ნაწილს წარმოადგენდა.
გამოფენაზე ნაჩვენები ნახატები, ინსტალაციები და ვიდეოც, პატრიარქატის
„მძიმე ხელზე“ მიანიშნებდა, რომელიც მძიმე მანქანის სახით წნეხში
აქცევს ქალს პატარა ასაკიდან და ნაკლებად უტოვებს არჩევანს.
გამოფენამ ინტრესიც გააჩინა და დებატებიც გამოიწვია. რამაც კიდევ უფრო
ცხადი გახადა თემის აქტუალობა და სიმწვავე. პროექტი არასამთავრობო
ორგანიზაციის - "ქალთა ფონდი საქართველოში" მხარდაჭერით
განხორციელდა.
ამავე თემაზე:
გამოფენა, საიდანაც გასვლა აკრძალულია
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები