პოლიტიკა
წყალტუბოში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
ი.ტ-ს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი თანაკლასელი გულის არეში დანის დარტყმით მოკლა, ბრალი 109 მუხლის მეორე ნაწილის  ბ  ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, ი.ტ.-ს, რომელმაც მოკლული შეხვედრაზე დაიბარა, მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდა. მან არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობა მას შემდეგ მიაყენა, რაც გარდაცვლილი ფიზიკურად გაუსწორდა.

"გამოკითხვაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ გარდაცვლილს დანა დაზიანების მიყენების მიზნით დაარტყა, თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოკლულმა ცემა დაუწყო. ი.ტ.-ს თავიდანვე არ ჰქონდა მისი მოკვლა განზრახული. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და საქმე 108-ე მუხლით აღიძრას", - ამბობს ირაკლი შენგელია.

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 2017 წლის 3 დეკემბერს მომხდარი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე,  პირველი სასამართლო პროცესი  გასული წლის 5 დეკემბერს გაიმართა, სადაც  ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოში ბრალდებულმა თავი დამნაშავედ  ნაწილობრივ ცნო.  

,,ჩემი კლასელი იყო, მაგრამ არ ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო, ამიტომ თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ", -  განცხადა სასამართლო  სხდომაზე ბარლდებულმა.

მორიგი პროცესი 22 თებერვალს ჩაინიშნა,  თუმცა, ბრალდებამ მოწმეების დაკითხვისა და ჩატარებული ექსპერტიზების შედეგების მისაღებად დრო ითხოვა და წინასასამართლო სხდომის დანიშვნა 27 მარტს მოითხოვა.

მოსამზადებელი სხდომის ახალი თარიღი საქმის მოსამართლემ უნდა ჩანიშნოს.

17 წლის თორნიკე ბაღაშვილს ყოფილმა თანაკლასელმა სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში დანით მიაყენა. მომხდარს წინ დაკარგული მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა, რომელიც ბრალდებულისა და გარდაცვლილის საერთო ნაცნობ გოგონას ეკუთვნოდა.

დაკარგული ტელეფონის გამო, ი.ტ.-მ თორნიკე ბაღაშვილი  საქმის გასარჩევად სოფლის სასაფალაოსთან დაიბარა.  ურთიერთშელაპრაკების შემდეგ ი.ტ.-მ ყოფილ თანაკლასელს გულის არეში დანა დაარტყა. 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ი.ტ.-კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ყოფილი  თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული ორი დღის შემდეგ,  თბილისში დააკავეს.  



ამავე თემაზე:


მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

"თავს ნაწილობრივ ვთვლი დამნაშავედ" - სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული

ოფშკვითში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.