"რასაც ვხატავ ყველაფერი ჩემშია დალექილი, შეიძლება მოგონებაა,
შეიძლება სიზმარიც... ჩემი ქვეყანა მაქვს, სახელად ირმა", - ამბობს
მხატვარი ირმა კუხიანიძე.
სწავლობდა ქუთაისის სამხატვრო სკოლაში და თბილისის სამხატვრო
აკადემიაში. ამის შემდეგ ქუთაისში მუშაობს, ამ სივრცეში ქმნის თავის
ტექნიკურად სრულყოფილ და მიმზიდველ ფერწერას, რომელიც უკვე
საქართველოს გარდა, უცხოეთშიც იფინება.
მასალის გამოყენების პირობები