ქუთაისში, ბევრგან ნახავთ დაზიანებულ ინვენტარებს.
მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ ბაღში დამტვერულ სკამებს,
დაზიანებულ საბავშვო ატრაქციონებს და ახლადადგმულ, ელექტრონული
ბიბლიოთეკის დაზიანებულ სტენდს ადვილად შეამჩნევთ.
ქალაქში ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილ რამდენიმე
ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მერიაში სამოქალაქო
თვითშეგნების ნაკლებობაზე, ხოლო ფსიქოლოგები პროტესტის
ძალადობით გამოვლენაზე მიუთითებენ.
"პოლიცია თუ დაადგენს დამნაშავე პირებს, გადმოგვეცემს ჩვენ, რათა
მიყენებული ზარალი ავანაზღაურებინოთ", - ამბობს ზედამხედველობის
სამსახურის ხელმძღვანელი, ზვიად ჯავახია.
ფსიქოლოგ, თეა ფანჩულიძის თქმით, მსგავს ფაქტები ძალადობის
გამოვლინებაა, რომელიც შესაძლოა პროტესტის გარკვეულ ფორმას ატარებდეს
რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. მისი თქმით, ამას საზოგადოებრივი
ცნობიერების დაბალი დონე და მორალური განვითარების დეფიციტი იწვევს.
ფსიქოლოგი ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ადამიანებს
სპეციალისტთან მიმართვას ურჩევს.
ქალაქის ცენტრალური ბაღი
პირველი საჯარო სკოლის
ტერიტორიაზე არსებული ელეტრონული ბიბლიოთეკის ცისფერყანწელთა
დაზიანებილი სტენდი
ამავე თემაზე:
"დიდებმა გაგვიტეხეს" - ქუთაისში ბავშვებს
სათამაშო ატრაქციონები დაუმტვრიეს (ფოტო)
დამტვრეული სკამები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში
(ფოტო)
ქუთაისში ელეტრონული
ბიბლიოთეკის სტენდი დაზიანდა
მასალის გამოყენების პირობები