17 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 12 335-ით
მაღალია პირველი ტურის ამავე პერიოდთან შეადრებით.
ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 64 984-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა,
რაც საერთო ამომრჩევლის 41.58%-ია.
აღნიშნული მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ უკვე
გადააჭარბა პირველი ტურში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო
აქტივობას. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურიში ქუთაისში
მონაწილეობა 65 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული
ამომრჩევლის 41.6%-ია.
"ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა, რაც კი ქუთაისში დაფიქსირებულა
ბოლო პერიოდის განმავლობაში"- განმარტავს ქუთაისის საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 14 საჩივარია შესული.
ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია,
N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია
რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები