რუსებმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" შესაძლოა უჩივლონ. ამის შესახებ
"ტორპედოს" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კლუბის წევრები წერენ.
"გუშინ (22 ივნისს) ეროვნული ლიგის მატჩში ქუთაისის ტორპედოს
ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული
მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ
ინფორმაცია ეწერა. ამის შესახებ შეიტყო რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა
და ყველა გამოცემა ამის შესახებ წერს. რუსები ტორპედოს უეფაში
უპირებენ ჩივილს და ჩვენს მოხსნას მოითხოვენ ევროთასებიდან,
განსაკუთრებით ისინი აღშფოთებულები ნოდარ ქავთარაძის საქციელით არიან,
რადგან ნოდარი რუსეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეა.
გაჭირვებულს აღმართში ქვა მიეწიაო, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. დღეებს
ითვლის ისედაც ქუთაისის "ტორპედოს" ეს შემადგენლობა და ახლა კიდე
რუსების ჩივილიღა გვაკლდა", - ნათქვამია საფეხბურთო კლუბ
"ტორპედოს"
ფეისბუქ გვერდზე.
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრობლემებს, კლუბს დიდი
ხანია ფინანსური კრიზის აქვს, რის გამოც შესაძლოა,
"ტორპედო"
ფეხბურთელებმა დატოვონ.
მასალის გამოყენების პირობები