რეკლამა
კახა კალაძემ ისნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი არიან.

"ეს ადამიანები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში ყველა იმ პრობლემის გამზიარებელი იქნებიან, რომლებიც თქვენს რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ", - განაცხადა კახა კალაძემ კანდიდატების წარდგენისას.

შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ახალი გუნდი არამარტო არსებული პარკებისა და სკვერების მოწესრიგებაზე, არამედ ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზეც იზრუნებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და განახლება.

"ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის სრულიად განახლებას მოვახერხებთ. ძველი, ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული უნდა გახდეს, არამედ პოპულარულიც უნდა იყოს და პირველი ვიქნები, ვინც ამის პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს განახლება-მოწესრიგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ამაზე ვიმუშაოთ და მეტროს, როგორც ვაგონების განახლება, ასევე, მეტროსადგურების რეაბილიტაცია შევძლოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის პროგრამები გაგრძელდება, რომელსაც თბილისის მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს.

"პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ზუსტად ადამიანის კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა და პროექტი განხორციელდა, თავს ნუ მოვიტყუებთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში, დედაქალაქში ბევრი პრობლემაა, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მოქალაქეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

როგორც ილია ჯიშკარიანმა აღნიშნა, მხარდამჭერებმა ნდობა მას ოთხი წლის წინაც გამოუცხადეს და სწორედ ამ ნდობით და დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდა, საკრებულოში თითოეული მათგანის პრობლემა მიეტანა.

"რაიონში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება დღესაც, მათ შორის, მიმდინარეობს ჩვენი 150 წლის სომხური თეატრის რეაბილიტაცია, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს", - განაცხადა ჭიშკარიანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ისანში მომავალშიც გაგრძელდება.

ამომრჩევლებს სოციალური პრობლემატიკის მოგვარებას ჰპირდება მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველებს დღემდე აქვთ საცხოვრისის, წყლისა და დენის პრობლემები და ეს რაიონში მთავარ გამოწვევად რჩება, რაზეც აქტიური მუშაობის დაწყებას გეგმავს.

"ერთია იცოდე, რა აწუხებს შენს უბანს, ქალაქს და მეორე - გქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები ღირსეულად გადაჭრა. სწორედ ამ შესაძლებობას მაძლევს "ქართული ოცნებ" და თქვენთან ერთად, ამ გამოცხადებული ნდობით შევძლებ, რომ ეს რაიონი უფრო კომფორტული გახდეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ისანში შეკრებილ მხარდამჭერებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და
ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
17:22 / 28.11.2024
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.