ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და
"ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის
არსებითი განხილვა
მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
ჯერჯერობით, უცნობია მისცემს თუ არა ჩვენებას ბათუმის პოლიციის უფროსი
ირაკლი დგებუაძე, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
დღევანდელ პროცესს მზია ამაღლობელიც ესწრება.
მზია ამაღლობელი ორ თვეზე მეტია
წინასწარ პატიმრობაშია. ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იგი 12
იანვარს მეორედ დააკავეს, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის
საფუძველზე. მზია ამაღლობელს ბრალად ედება ბათუმის პოლიციის უფროსის,
ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნა, რის გამოც მას ოთხიდან
შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
მზია
ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი
კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები