ახალი ამბები
ჭიათურაში მადნის მომპოვებელმა კომპანიამ ლიკვიდაციის მიზნით სასამართლოს მიმართა
FaceBook
"ჭაიათურა მენეჯმენტ" კომპანი" ლიკვიდაციას აცხადებს. ამ მიზნით, კომპანიამ სასამართლოს მიმართა.

კომპანიის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით, საწარმო გადახდისუუნაროა.

"დღეს ვალაუვალია საწარმო, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით. ეს პროცესი შეუქცევადი იყო და არც ჰქონდა საწარმოს სხვა უფლება", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ჭიათურაში 15 დღეა მაღაროელების საპროტესტო აქციები იმართება. მშრომელებს სხვა ადგილობრივებიც უერთდებიან. 15 მარტს, ქალაქში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ოთხი თვის წინ შეწყვეტილი მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომელთა პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური კრიზისია, რაშიც ბრალი თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს მიუძღვით, რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი წელია მაღაროების ნაწილი აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო განცხადება კი გასული წლის პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების საბოლოოდ დახურვას უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება, 3500-ზე მეტი მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავს.

ამავე თემაზე:

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print