ახალი ამბები
მაღაროელები, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმართულებით, ავტოკოლონებით მსვლელობას მოაწყობენ
FaceBook
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის მეთხუთმეტე დღეს, მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმართულებით გაემგზავრებიან.

ავტოკოლონა ჭიათურიდან 14:00 საათიდან დაიძვრება. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ტარიელ მიქაცაძის თქმით, მსვლელობის მიზანია ზესტაფონის ქარხნის თანამშრომლებისთვის ჭიათურაში შექმნილი ვითარების გაცნობა და იმის ახსნა, რომ მათაც იგივე მომავალი ელოდებათ, თუ მაღაროები საბოლოოდ დაიხურება.

"მივალთ ზესტაფონის ფეროსთან, ჩავატარებთ აქციას, გავაცნობთ ზესტაფონელებს თუ რა ხდება დღეს ჭიათურაში და რა შეიძლება დაემართოს ზესტაფონს ხვალ, თუ ჭიათურა არ იმუშავებს. გვაქვს იმედი, რომ შემოგვიერთდებიან", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, პარალელურად, 15 მარტის აქციისთვის ემზადებიან. ტარიელ მიქაცაძის თქმით, ხვალინდელ აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჟღერდება. არ იცვლება მთავარი მოთხოვნა ქალაქიდან "ჯორჯიან მანგანეზის" გასვლის შესახებ.

ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ოთხი თვის წინ შეწყვეტილი მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომელთა პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური კრიზისია, რაშიც ბრალი თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს მიუძღვით, რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი წელია მაღაროების ნაწილი აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო განცხადება კი გასული წლის პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების საბოლოოდ დახურვას უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება 3500-ზე მეტ მაღაროელს და მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს. 


ამავე თემაზე:

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print