"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს.
ამის შესახებ, მან კლინიკა "ვივამედიდან" წერილი გამოაგზავნა.
"ბათუმში,"ოცნების ქალაქში"
მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და
დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობაზე საზოგადოების წუხილის მოსმენა,
წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების
დახმარებით, შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის
პატიმრებს - თემურ ქათამაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს
მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, შეწყვიტონ შიმშილობა.
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების,
კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ
დაგასუსტოთ. თქვენ, ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - წერია მზია
ამაღლობელის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ
მისმა კოლეგებმა წაიკითხეს.
მზია ამაღლობელი, დაკავების მომენტიდან, 38 დღე შიმშილობდა.
გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია
ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების
გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ
კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის
შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს
ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც
ჟურნალისტს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე
თემაზე:
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი
კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები