ახალი ამბები
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
12:33 / 11.02.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ
გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა Change.org-ზე პეტიცია
შეიქმნა.
"ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა –
ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის
თავისუფლებისა და საქართველოს მომავლისთვის", - წერია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია ბმულზე: https://chng.it/HrqCmR27FG
მზია ამაღლობელი 31 - ე დღეა
შიმშილობს. 4 თებერვალს პატიმარი ჟურნალისტი კლინიკა "ვივამედში"
გადაიყვანეს, სადაც მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. მზია
ამაღლობელი კლინიკაში მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა. 10 თებერვალს მას
ჩაუტარდა დამატებითი კვლევები და ექიმების რეკომენდაციით კლინიკაში
რჩება.
გამოცემების "ბათუმელები" და
"ნეტგაზეთი" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში,
საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს
დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის
თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია
ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი
გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს
პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი
კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები