ახალი ამბები
„ხვალიდან ვბლოკავთ ჭიათურას“ - მაღაროელები საპროტესტო აქციებს იწყებენ
FaceBook
ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

დღეს, მაღაროელები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მმართველი კომპანიის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს. მათი თქმით, მაღაროებში საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ, ინვესტორის დაპირებებს არ ენდობიან და თვლიან, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, მოტყუებულები დარჩებიან. აქციის მონაწილეები საწარმოებიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ.

"ბევრი ფაქტი გვაქვს ნანახი როგორ უპატივცემულოდ ეპყრობა ინვესტორი აქ დასაქმებულებს, როგორ არ აინტერესებს ჩვენი გაჭირვება, როგორ ცდილობს, რომ ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს. ამიტომ, ვითხოვთ ინვესტორის წასვლას. ჩვენ არ ვითხოვთ ვინმე კონკრეტული პიროვნება იყოს მფლობელი, ვითხოვთ, რომ იყოს ხალხის ხელში. ხვალიდან ვბლოკავთ ჭიათურას, რომ მადანი არ გავიდეს გარეთ. გვჭირდება ხალხი ბლოკპოსტებისთვის, გაიწერება გეგმა და იქნება მორიგეობა. ხვალ, 12 საათზე გელოდებით ყველას", - განაცხადა აქციაზე მერაბ სარალიძემ.

"ჯორჯიან მანგანეზი" საწარმოების გაჩერების შემდეგ, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას დაჰპირდა. მაღაროელები ამბობენ, რომ ეს თანხა საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლადაც არ არის საკმარისი და ოჯახების რჩენას ვერ შეძლებენ. ინვესტორმა დასაქმებულებს, გამოსავლის სახით, სესხების სხვა ბანკში გადატანა, შედარებით დაბალ პროცენტში შესთავაზა, თუმცა, მაღაროელებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი სად, როდის და რამდენ პროცენტში მისცემენ სესხს. საკითხის ბუნდოვანების გამო, უმუშევრად დარჩენილები საბანკო ვალდებულების იქამდე შეჩერებას ითხოვენ, ვიდრე მაღაროებში საწარმოო პროცესი არ აღდგება.

პირველი ნოემბრიდან, ჭიათურის მაღაროებში საწარმოო პროცესი სრულად შეჩერდა. მადნის მომპოვებელი კომპანია, პროცესის შეწყვეტის მთავარ მიზეზად, შუქრუთელების პროტესტს ასახელებს, ასევე საუბრობს მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასის შემცირებაზე, რის გამოც, ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. კომპანია პრობლემების აღმოფხვრას მომდევნო ოთხი თვის ვადაში ვარაუდობს. მანამდე, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას ჰპირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:04 / 12.11.2024
"საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, “
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
11:45 / 12.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.