ახალი ამბები
დღეს ფესტივალებისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შესაძლო შეზღუდვაზე იმსჯელებენ
FaceBook
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე დღეს კოვიდსაბჭოზე იმსჯელებენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

„წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.

“ შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორი მართავს.

„ამჟამად სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება და მართავს. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს და შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორისთვის მუშაობა, გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.