ახალი ამბები
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

„მთავარი თემა, რაც საბჭომ განიხილა, შეეხებოდა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას. როგორც იცით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

თბილისში არის რამდენიმე დიდი და გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და განვითარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის გაუმჯობესებისთვის საჭიროებისამებრ შესაძლებელია გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება.

“ასევე სხდომაზე სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე იყო საუბარი. რაიონული ცენტრების დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზირებული სერვისებისთვის და ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე სოფლის დონეზე.

„ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ქრონიკულ ან მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, მათთან ვაქცინაციის ჯგუფი გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.