ახალი ამბები
საქართველო 31 ივლისს „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს
FaceBook
ხვალ, ქვეყანაში "ფაიზერის" 168 000 დოზა შემოვა.
დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით,  "ფაიზერის'' დოზები, რომლებიც ხვალ შემოვა სახელმწიფომ იყიდა.

გამყრელიძის თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.

პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი: ფაიზერი,სინოფარმი,სინოვაკი და ასტრაზენეკაა.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.