ახალი ამბები
"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია''- ამირან გამყრელიძე
FaceBook
ქვეყანაში ვირუსის ახალი ინფიცირების შემტხვევები მეტია, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელის ამირან გამყელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუარესებულია.

"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, გვაქვს ახალი 3666 ახალი შემთხვევა, გავქვს 17 სიკვდილი, მთლიანად სიკვდილიანობის პროცენტი არის 1.4 ფარგლებში, ყველა მაჩვენებელი რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს,- ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, გაუარესებულია.

დადებითობის მაჩვებელი მერყეობს 6%-ის ფარგლებში. ჩვენ ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, განსხვავება არის ერთი, ქვეყანაში მეორე ტალღის დროს არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი, დღეს გვაქვს საშუალება რომ მოსახლეობა ავცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით ქვეყანაში ლოქდაუნი და დამატები შეზღუდვები არ იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 17 ადამიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.