Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის
მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14
დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5
237 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ
შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 698, პირი, აჭარაში - 697, იმერეთში - 1 087.
მასალის გამოყენების პირობები