Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 55,
ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 876 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 745, პირი, აჭარაში - 779, იმერეთში - 1 060.
მასალის გამოყენების პირობები