Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69,
ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829, იმერეთში - 1 119.
მასალის გამოყენების პირობები