პოლიტიკა
ნატო-ს სამიტზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
FaceBook
ბრიუსელში 14 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ - მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, რომლის დროსაც პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

„ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ - მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:37 / 27.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.