პარლამენტის შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების
დასახვედრად აქტივისტები „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ.
"პარლამენტი თოჯინების თეატრია",
"პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება",
"თუ ვინმე შევა ის იქნება "პუფი"
- ამ სლოგანით არიან შეკრებილები პარლამენტთან აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას
აპროტესტებენ. მათ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „პუფებიც“ აქვთ
მიტანილი და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სწორედ
ამ „პრინციპული პუფების“ კორიდორის გავლა მოუწევთ.
„ეს არ არის ჩვენი დარქმეული სახელი, თვითონ გადაწყვიტეს, რომ ვინც
პარლამენტში შევიდოდა, ის იქნებოდა უბრალოდ „პუფი“. უნდა ვკითხოთ ნიკა
მელიას, ისევ ასე ფიქრობს? ვინც პარლამენტში შედის „პუფია“ თუ არა?
მთლიანი გაერთიანების მიმართ გვაქვს პრეტენზიები. მათ გადაუხვიეს
ყველანაირ პრინციპს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ენმ-ს, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო,
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდებიან. თუმცა “ნაციონალური
მოძრაობის” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მათ
სირცხვილის კორიდორით ელოდებიან, ჯერ არ გამოჩენილან.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები