ახალი ამბები
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა
FaceBook
მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო. ყველაზე მეტად კი ინფიცირების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 2 387 663 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 437 076 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 235 638 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 21 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი არგენტინა ( 151 332 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (115 834 ახალი შემთხვევა) არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 86 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:21 / 27.11.2024
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.