იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 271 პაციენტი
მკურნალობს. მათგან 68 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 6 პირი.
თვითიზოლაციაში 878 ადამიანი
იმყოფება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273
604-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.
31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7
დღის მანძილზე - 1.64 %.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712
კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790
პისიარ ტესტით.
მასალის გამოყენების პირობები