როგორ იცვლებოდა ქუთაისის "ტორპედოს" ლოგო, სახელწოდება და ჰიმნი (ფოტო)
11:54 / 10.04.2017
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ლოგო დაარსებიდან 6-ჯერ, ხოლო სახელწოდება
7-ჯერ შეიცვალა.
"ტორპედოს" ახლანდელი ლოგო 2015 წელს ქუთაისის მერიის ნებათვით კლუბის
მიერ გამოცხადებული კონკურსის გზით შეარჩიეს. მისი ავტორი ქუთაისელი
გრაფიკოსი, სოსო ბაბუნაშვილი გახლავთ.
საფეხბურთო გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე
განმარტავს, რომ კომისიამ ეს ვარიანტი 16 წარმოდგენილ ლოგოს შორის
შეარჩია.
"ლოგოს თემატიკა ქალაქის დროშისა და გერბის ფერების მიხედვითაა
წარმოდგენილი," - ამბობს ზურაბ ჩაკვეტაძე.
როგორ იცვლებოდა ქუთაისი "ტორპედოს" ლოგოები იხილეთ ფოტოზე:
საფეხბურთო კლუბი "ტორეპედო" ქუთაისი 1946 წელს დაარსდა. პირველად
გუნდმა სახელწოდება 3 წლის შემდეგ შეიცვალა და "ლოკომოტივი" ქუთაისი
გახდა. 1960 წელს ისევ ძველი სახელი დაიბრუნა. 30 წლის განმავლობაში
გუნდი ჩემპიონატებში ამ სახელწოდებით გამოდიოდა. 1990 წელს კი
საფეხბურთო კლუბი "ქუთაისი" გახდა, 1992 წელს - "ტორპედო" ქუთაისი,
2008 წელს - "ტორპედო 2008" ქუთაისი, 2010 წლიდან კი გუნდმა
დაარსებისდროინდელი სახელი დაიბრუნა. გუნდისთვის პირველი ჰიმნი კი 1987 წელს
შეიქმნა.
რაც შეეხება ჰიმნს, გუნდისთვის პირველად ის 1987
წელს შექმნეს. 2010 წელს კი "ტორპედოს" ჰიმნი ჯგუფი "ფრანის" შესრულებით აჟღერდა. 2011 წელს კლუბის
ფანკლუმა შექმა ჰიმნი "გამარჯვების დღეს", რომელსაც მხიარულდა და
საზრიანთა კლუბის "ადრენალინი" წევრები ასრულებენ.
"ტორპედოს"გულშემატკივართა ბოლო ჰიმნი 2013 წელს გამოჩნდა.
კლუბის ფანკლუბის სიმღერა "იტორპედე" ლევან ჯოჯუამ და გიორგი
შენგელიამ შეასრულეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები