სიზარმაცე, როგორც თვისება და მისი დამარცხების გზები (ვიდეო)
17:08 / 08.12.2016
მსოფლიო, ბოლო 32 წელია, 8 დეკემბერს ზარმაცების საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს.
სპეციალურად ამ დღისთვის მოქალაქეები გარეთ ღამის პერანგით გამოდიან,
საწოლები კი ქუჩებში გამოაქვთ.
საქართველოში სიზარმაცის დღე არასოდეს აღუნიშნავთ. ქუთაისიპოსტის მიერ
გამოკითხული რესპოდენტები ამის მიზეზად, მის სხვადასხვაგვარ გაგებას
ასახელებენ.
"საქართველოში სიზარმაცის სხვა გაგება აქვთ, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც
ამ დღეს აღნიშნავენ - სხვა. თუმცა, იქაც არავინ გამოდის 8 დეკემბერს
და ამბობს, რომ ის ზარმაცია".
"ეს ყველაფერი არის სახალისო. თორემ, საქართველო პირველი უნდა იყოს,
სადაც ზარმაცების საერთაშორსო დღეს აღნიშნავენ".
"თუკი ზარმაცი ვარ, კიდევ ამის აღნიშვნა მინდა? უბრალოდ ეს სახალისოა,
თორემ არავინ საუბრობს და მით უმეტეს აღნიშნავს, საკუთარი თვისების
უარყოფით მხარეს", - განმარტავენ ქუთაისელები.
სამაგიეროდ, არ უჭირთ აღიარება რომ ზარმაცები არიან. თუმცა, აქვე
იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს თვისება, მართალია მათ უკან ხევთ, მაგრამ
საქმეში ხელს არ უშლით.
მასალის გამოყენების პირობები