ქუთაისელები ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ოთხწლიან
მუშაობას აფასებენ. ადგილობრივების თქმით, 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ დეპუტატი არც უნახავთ.
ქუთაისიპოსტის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუთაისში
გამოკითხული 50 ადამიანიდან 45–ს სანიკიძის მუშაობა არ მოსწონს.
"ქვეყნის აშენებას და დახმარებას შეგვპირდა. მის მერე არ უნახია
არავის, წავიდა კოსმოსში", – აცხადებენ ქუთაისელები.
მასალის გამოყენების პირობები