ვიდეო
ქუთაისი პროტესტის ტალღაში [ვიდეო]
FaceBook
უკვე ერთი თვეა საქართველოს მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან საკუთარ ქალაქებში და თვითორგანიზებით, მშვიდობიანად მოითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ზამთრის ცივი დღეების მიუხედავად, ი 2024 ს 28 ნ. ნ, როცა ქვეყანაში დაიწყო მშვიდობიანი, უწყვეტი, მძლავრი სამოქალაქო პროტესტი. 28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" განცხადებამ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ, სათავე დაუდო თვისობრივად ახალ, ეროვნულ მოძრაობას.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, აქციებს არ ჰყავს ლიდერი, დემონსტრაციებზე არ ისმის პოლიტიკოსების მოწოდებები, აქტივისტებს არ აქვთ დესტრუქციული მიზნები. პროტესტმა გააერთიანა ყველა პროფესიის ადამიანი. ახალ არჩევნებს ითხოვენ მსახიობები, მწერლები, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, სტუდენტები ... ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

მოქალაქეების პროტესტს სასტიკი მეთოდებით პასუხობს ძალაუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური პარტია. "ქართული ოცნების" სპეცრაზმმა უმოწყალოდ სცემა და დააკავა ასობით ადამიანი; პროტესტის ჩასახშობად მიიღეს კანონები, რომლებიც პრაქტიკულად კრძალავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებას. რეპრესიების მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ და გაჩერებას ახალი არჩევნების დანიშვნამდე არ აპირებენ.

უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქუთაისშიც. მერიის შენობის წინ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ქუთაისში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ და ამ მიზნის მიღწევამდე სახლში წასვლას არავინ აპირებს.

Print