პროტესტის მე-40 დღე - მოქალაქეები შობას ქუთაისის მერიასთან ერთად შეხვდნენ
00:09 / 07.01.2025
შობის ღამეს, დემოსტრანტები, ახალი წლის მსგავსად, პროტესტის უცვლელ
ადგილას, ქუთაისის მერიასთან შეხვდნენ.
უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს, მოქალაქეებმა, ანთებული სანთლებით,
შობის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად იზეიმეს.
ევროინტეგრაციის მომხრეების თქმით, ეს დღე სიმბოლური იმ
თვალსაზრისითაც არის, რომ ახალი ქართული საზოგადოების დაბადების
მომსწრეები და შემოქმედები ვხდებით.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქრისტიანოში ერთად უნდა
გაგვეტარებინა და ერთმანეთის გვერდში, იმიტომ რომ თუ ვინმე ქრისტიანულ
გზას აცდა, ეს ხელისუფლებაა",- ამბობს სამოქალაქო
აქტივისტი მათე ჩაფიჩაძე
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის
მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები