საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ქუთაისში
„ერთობის ჯაჭვი" შეიკრა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდის
მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ.
ამ ფორმით ისინი ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ და
ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ
მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები ამბობენ, რომ
ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: დაინიშნოს ვადამდელი
არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
"ერთობის ჯაჭვი - ეს არის ჩვენი გაერთიანების სიმბოლო და ჩვენი
დევიზის, "ძალა ერთობაშიას" ხორცშესხმა". ქართველი ყოველთვის დგება
ქართველის გვერდით, როცა ეს სამშობლოს სჭირდება. ქუთაისში, რუსთაველის
ხიდი და წითელი ხიდი გახდა გამაერთიანებელი ადამიანებისა",- ამბობენ
აქციის მონაწილეები.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, „ერთობის
ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეიკრა. ცოცხალ ჯაჭვში
მოქალაქეები, ქვეყნის მასშტაბით, 15:00 საათიდან ჩადგნენ.
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს „ქართულ ოცნების" მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან
გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პროევროპული აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას და ასევე, ამ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას
მოითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები